ლესე
ბრენდინგი
ნიშნის შემუშავება ძალიან საჭირო სახელოსნოსთვის.
დღევანდელობაში, სადაც ყოველდღიური ყოფითი შეგრძნებები დიდწილად ციფრულმა სამყარომ ჩაანაცვლა, ჩვენი სტუდიისათვის სასიხარულო იყო ემუშავა ისეთი სახელოსნოს ნიშნის შემუშავებაზე, სადაც ნამდვილი ცხოვრება ჯერ კიდევ სრული სიმძაფრით შეიგრძნობა. დანების სალესი სახელოსნო „ლესე“, სწორედაც რომ ასეთი გამორჩეული ადგილია.
ქართული შრიფტ-ნიშანი რომელიც თოფურია დიზაინმა შექმნა, თავისი მახვილი მოყვანილობებით სახელოსნოს საქმიანობასა და მის განსაკუთრებულ ხასიათს ეხმიანება.